Wednesday, 29 April 2015

დღე მეოთხე
გავეცანით შეფასებების 5 მიზანს მე-2 მოდულის მე-3 აქტივობაში.თითოეული მიზნისთვის შევარჩიეთ შეფასების მეთოდები  და ინსტრუმენტები პროექტის დაწყებამდე, მსვლელობისას და დასრულების შემდეგ.  მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად შევქმენით  დიაგრამა: ვიცი,მინდა ვიცოდე, ვისწავლე. ყველა ამოცანისთვის ჩამოვწერე აქტივობები.

Monday, 27 April 2015

დღე მესამე
გადავხედეთ სტანდარტებს, შევამოწმეთ  შეესაბამებოდა თუ  არა იგი  განახლებულ  ბლუმის ტაქსონომიას,   დავწერეთ ამოცანები,  გავეცანით პრეზენტაციას, მიმართულების მიმცემი  საკვანძო  კითხვების  შესახებ,  ჩამოვწერეთ  ჩვენს თემასთან  დაკავშირებული  ზოგადი, თემატური  და შინაარსობრივი კითხვები.

Wednesday, 22 April 2015

მეორე დღე
გავეცანი  პროექტის იდეებს და დავიწყეთ პროექტის გეგმის შევსება. ეროვნული სასწავლო გეგმიდან ამოვიღეთ პროექტის  შესაბამისი  შედეგები და ინდიკატორები, რომელიც შეესაბამებოდა მაღალ  სააზროვნო  უნარებს. ვისწავლე ბუკლეტის შექმნა  და  ინფორმაციის გაგზავნა ჩემს იმეილზე.ვისწავლე სურათების ჩასმა ბუკლეტში.
დღე  პირველი

გავიცანით  ერთმანეთი, ვისწავლეთ  ვიუვერის მოხმარება, შევქმენით იმეილი  და  დავრეგისტრირდი  ბლოგზე, ავირჩიე  პროექტის თემა, რომელიც  ერთ  აქტუალურ პრობლემას ეხება. შევქმენით  პორტფოლიო. ვიუვერის დოკუმენტები  ვნახე  გავეცანი ძალიან საინტერესო  პროექტებს  და  გავიგე რომ  პროექტის  თემა  უნდა დავუკავშიროთ  რეალურ ცხოვრებას.