Wednesday, 13 May 2015

დღე მეცხრე

დავასრულეთ პროექტის გეგმის შევსება, მივანიჭეთ შეფასების რუბრიკას თავისი კოეფიციენტი, მოვისმინეთ პრეზენტაციები. პირველი პრეზენტაცია  შეეხებოდა  საქართველოს ეთნიკურ  და რელიგიურ მრავალფეროვნებას, რომელიც  მეტად აქტუალურია დღეს,  პროექტში გაეცა პასუხი მთავარ კითხვას  "როგორ შევეწყოთ ერთმანეთს?"
მეორე პროექტი  ეხებოდა თემას  "ჩვენი თანატოლები" მთავარი კითხვაა - ვინ ვართ ჩვენ?
მესამე პროექტი გენმოდიფიცირებული პროდუქტის შესახებ  გააკეთა ბიოლოგიის მასწავლებელმა    რუსუდან ურუშაძემ.
მეოთხე პროექტი  წარადგინა ქიმიის მასწავლებელმა ნანა გოგბერაშვილმა  სახელწოდებით  "ph-ის განსაზღვრა საკვებ პროდუქტებში  და მინერალურ წყლებში"
მეხუთე პროექტი წარადგინა  ეკატერინე ლეგაშვილმა სახელწოდებით "ატმოსფეროს ეკოლოგია"
მეექვსე პროექტი წარადგინა თამუნა იმერლიშვილმა  სახელწოდებით  "თავისუფლების როლი ხელოვნებაში"
მეშვიდე პროექტი წარადგინა ნათელა ჯიბუტიმ  სახელწოდებით  "ეს ყველაფერი ხელოვნებაა"
მერვე პროექტი წარადგინა  ვერა ჯინჭარაძემ  სახელწოდებით " ქართული  ხალხური პროექტი"
მეცხრე პროექტი წარადგინა ნათელა ზირაქაშვილმა  "ოჯახში მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯი"
მეათე პროექტი წარადგინა თამარ ბიწაძემ სახელწოდებით  "მეორე მსოფლიო  ომი  და საქართველო"
მეთერთმეტე პროექტი წარადგინა  ნაზიბროლა სვანიძემ  სახელწოდებით  "ბრბოს ფსიქოლოგია".

Tuesday, 12 May 2015

მერვე დღე

წავიკითხეთ პროცედურები, მოსწავლეთა ფასილიტაციისათვის შევქმენით ონლაინ კითხვარი გუგლ ფორმების გამოყენებით, დავდეთ ბლოგზე.ასევე  გავეცანით  ფასილიტაციის სხვა ნიმუშებს.

Monday, 11 May 2015

დღე მეშვიდე

განვიხილეთ ერთმანეთის პროცედურები,  შევქმენით თვითშეფასების რუბრიკა
სხვადასხვა  შესაძლებლობების მოსწავლეებისათვის.გავეცანით  გარდნერის მრავალმხრივი  ინტელექტის თეორიას,შევქმენით ხარაჩო.

Wednesday, 6 May 2015

მეექვსე დღე
გამოვაქვეყნეთ მოსწავლის ნაშრომები ბლოგზე, კომენტარები  გავაკეთეთ ერთმანეთის ნაშრომებზე.  შევქმენით შეფასების რუბრიკა  და ავტვირთეთ დრაივზე.

მოსწავლის ნაშრომი

Monday, 4 May 2015

მე-5 დღე
ვისწავლეთ დრაივზე  მუშაობა, გავაზიარეთ  ნამუშევრები, გავაკეთეთ კომენტარები, გავეცანით საავტორო უფლებებს და შევქმენით პროექტის შესაბამისი სლაიდ შოუ.