დავასრულეთ პროექტის გეგმის შევსება, მივანიჭეთ შეფასების რუბრიკას თავისი კოეფიციენტი, მოვისმინეთ პრეზენტაციები. პირველი პრეზენტაცია შეეხებოდა საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებას, რომელიც მეტად აქტუალურია დღეს, პროექტში გაეცა პასუხი მთავარ კითხვას "როგორ შევეწყოთ ერთმანეთს?"
მეორე პროექტი ეხებოდა თემას "ჩვენი თანატოლები" მთავარი კითხვაა - ვინ ვართ ჩვენ?
მესამე პროექტი გენმოდიფიცირებული პროდუქტის შესახებ გააკეთა ბიოლოგიის მასწავლებელმა რუსუდან ურუშაძემ.
მეოთხე პროექტი წარადგინა ქიმიის მასწავლებელმა ნანა გოგბერაშვილმა სახელწოდებით "ph-ის განსაზღვრა საკვებ პროდუქტებში და მინერალურ წყლებში"
მეხუთე პროექტი წარადგინა ეკატერინე ლეგაშვილმა სახელწოდებით "ატმოსფეროს ეკოლოგია"
მეექვსე პროექტი წარადგინა თამუნა იმერლიშვილმა სახელწოდებით "თავისუფლების როლი ხელოვნებაში"
მეშვიდე პროექტი წარადგინა ნათელა ჯიბუტიმ სახელწოდებით "ეს ყველაფერი ხელოვნებაა"
მერვე პროექტი წარადგინა ვერა ჯინჭარაძემ სახელწოდებით " ქართული ხალხური პროექტი"
მეცხრე პროექტი წარადგინა ნათელა ზირაქაშვილმა "ოჯახში მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯი"
მეათე პროექტი წარადგინა თამარ ბიწაძემ სახელწოდებით "მეორე მსოფლიო ომი და საქართველო"
მეთერთმეტე პროექტი წარადგინა ნაზიბროლა სვანიძემ სახელწოდებით "ბრბოს ფსიქოლოგია".
No comments:
Post a Comment